პროექტის სახელი:სამკურნალო მცენარეები
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და აღწერენ საქართველოს ბუნებაში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს,შექმნიან კატალოგს და სამკურნალო რეცეპტების წიგნის ელექტრონულ ვერსიას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს , ხანდაზმული ადამიანებისაგან ჩაიწერენ რეცეპტებს, მცენარეებს გადაუღებენ სურათებს და შექმნიან კატალოგს , რეცეპტების ელექტრონულ ვერსიას. გაეცნობიან სახალხო მკურნალების ისტორიას, {ფანასკერტელის, თურმანიძეების...}
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
ვადები: 2009 წლის აპრილიდან ნოემბრამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, მოძიებული მასალის ერთმანეთისთვის გაცნობა, ინფორმაციის მოძიება. გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ბუნებაში კვლევისა და ძიების,ლიტერატურულ წყაროებთან მუშაობის უნარ -ჩვევების განვითარება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა,საკუთარი ბუნებისა და ისტორიის უკეთ გაცნობა .
სარგებელი სხვებისათვის: ინტერნეტის საშუალებით საზოგადოებას გააცნობენ საქართველოს ბუნებაში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს და მათგან წამლის მომზადების სახალხო რეცეპტებს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბოტანიკა-ბიოლოგია:შეისწავლიან მცენარეებს მათ განსაკუთრებულ თვისებებს, გეოგრაფია: დააკვირდებიან იმ კუთხის ჰავას, სადაც ისინი იზრდებიან. მათემატიკა-ინფორმატიკა :შექმნიან დიაგრამებს რომელ კუთხეში რომელი მცენარეები ჭარბობს.რეცეპტების წიგნის ელექტრონულ ვერსიას განათავსებენ ინტერნეტში. ქიმია: გაიღრმავებენ ცოდნას ნიადაგში არსებულ სხვადასხვა ტიპის მარილებზე.ისტორია:გაეცნობიან სახალხო მკურნალების:ფანასკერტელი, თურმანიძეები და სხვათა ისტორიას
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არსებობს.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ფიქრია მუმლაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: f.mumladze@gmail.com
პროექტის ფორუმი: დისკუსია "საცდელი პროექტი: სამკურნალო მცენარეები"
ea6ed8a http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea6ed8a%20http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea6ed8a
ჩემი პორტფოლიო ატომის ეპოქა
პროექტის ვებ გვერდი ttp://www.icttrainingfiqria.blogspot.com
воскресенье, 9 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)